ციფრული სარკე
ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია. შეფასებას სკოლის სამუშაო გუნდი ახორციელებს, რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ მენეჯერისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება. პლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება:
- სკოლის რეპორტის გენერირება - სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით;
- ციფრული სტრატეგიის შემუშავება - რეპორტზე დაყრდნობით ციფრული სტრატეგია მუშავდება და პლატფორმაზე განთავსდება, განვითარებისთვის შესაბამისი მიზნები და აქტივობები იგეგმება.
სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
- პედაგოგიური ინოვაციები
- ცვლილების მენეჯმენტი
- ციფრული ინფრასტრუქტურა.
სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს:
ა) შენაცვლება: შემთხვევითი და მცირე მასშტაბის ინოვაციური პრაქტიკის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე მასწავლებელს მოიცავს, სკოლის ლიდერების კოორდინაციის გარეშე.
ბ) შევსება: მასწავლებლების ჯგუფი და სკოლის ლიდერების შიდა კოორდინაცია, ერთმანეთისგან სწავლა
გ) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს
დ) გაფართოვება: ინოვაციური პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, დადასტურებების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს პედაგოგიური კვლევების და სასწავლო ანალიტიკის საფუძველზე
ე) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ
სკოლის რეპორტის გენერირების დრო - გამოიწვევს შემდეგი ინდიკატორები:
1.3. მასწავლებლის როლი;
1.5. სტრუქტურული ცვლილება;
2.1. სტრატეგიული დაგეგმარება.
სტრატეგიული დაგეგმარება
No comments:
Post a Comment