მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში
საბაზო საფეხურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ჩატარებული
selfie-ის კვლევის შედეგად გამოიკვეთა მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების გაუჯობესების საჭიროება და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებისათვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლებობა.
„ციფრული სარკის“ გამოყენებით გამოიკვეთა
მასწავლებლის როლის სტრუქტურული ცვლილების საჭიროება და სტრატეგიული დაგეგმარება.
სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან
ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ თუ სად ვიმყოფებით სკოლაში ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
გამოკითხვისას გავეცანით მასწავლებლების ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას სასწავლო პროცესში. მათი მხრიდან გამოიკვეთა
ინტერესი და მონდომება გაიუმჯობესონ ციფრული კომპეტენციები, რომ უკეთ შეძლონ
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასახვა აქტივობებისა თუ ელექტრონული
რესურსების შექმნაში. აქტიურად და მარტივად დანერგონ საგაკვეთილო პროცესში.
გამოკითხვისას მოსწავლეების მრიდანაც გამოვლინდა
სურვილი :სასწავლო პროცესი წარიმართოს
ციფრული ტექნოლოგიებით - მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.
აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად სკოლის ლიდერთა ექვსკაციანმა გუნდმა შეიმუშავა სტრატეგია. სტრატეგია მიზნად ისახავს სკოლაში გააუმჯობესოს ციფრული კომპეტენციისდონე და
გაამრავალფეროვნოს საგაკვეთილო პროცესი ციფრული ტექნოლოგიებით.
ისმის
კითხვა: როგორ
ავამაღლოთ მასწავლებლების მოტივაცია
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე სწავლა- სწავლების პროცესში?
ამ მიზნის მისაღწევად დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯები:
v მასწავლებლების ინტერესისა და შესაძლებლობის
მიხედვით იგეგმება ონლაინ შეხვედრები - „ციფრულ
ტექნოლოგიებში“, ცნობადი და ინოვაციური სასწავლო პროგრამების და რესურსების
განხილვა-გამოყენებაზე;
v თანამშრომლობითი შეხვედრების დროს მოხდება
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის გამოცდილებების გაზიარება და სწავლება.
v მოვიწვევთ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და გავიზიარებთ
მათ სურვილს ციფრული ტექნოლოგიების სწავლებაზე სასკოლო სივრცეში;
v განხორციელებული აქტივობებით გაუმჯობესებული ციფრული კომპეტენცის ფონზე, საწყის ეტაპზე
მასწავლებლები უკვე შექმნიან ელექტრონულ
სასწავლო რესურსებს და გამოიყენებენ
საგაკვეთილო პროცესში;
v ამაღლებული მოტივაციით
ციფრულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას გავხდით მრავალფეროვანს...
v ჩავრთავთ აქტიურ მოსწავლეებს საგაკვეთილო-
ტექნოლოგიური აქტივობების დაგეგმვასა და რესურსების შექმნაში;
v შევქმნით სკოლის საიტს, რომლის მიზანია მასწავლებლის
და მოსწავლეების მიერ შექმნილი ციფრული სასწავლო რესურსების განთავსება.
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგ
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად მივიღებთ:
Ø მასწავლებლებში
ციფრული კულტურის ამაღლებას და განვითარებას.
Ø დაინერგებაბა ინოვაციური
სასწავლო პრაქტიკა:
Ø სხვადასხვა ციფრული აქტივობების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში.
Ø ეფექტური და სახალისო სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა.
Ø შეიქმნება მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ციფრული ინოვაციური თანამშრომლობითი გარემო .
No comments:
Post a Comment